საქართველოს პადელის ფედერაცია - დაბრუნების პოლიტიკა

ქ.თბილისი 23 იანვარი 2026 წელი

ა(ა)იპ საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ: 405423545, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N 29, ბინა 10 ) წარმოდგენილი მისი პრეზიდენტი ქეთევან ყიფიანის (პ/ნ: 01017043803) მიერ, შემდგომში მოხსენიებული, როგორც შემსრულებელი, მზად არის დაიცვა მომხმარებელეთა უფლებები;

წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა (შემდგომში „დაბრუნების პოლიტიკა“) მოქმედებს ვებ- გვერდის გამოყენების ზოგად წესებთან და პირობებთან ერთად და წარმოადგენს წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ/ არსებით ნაწილს. წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა შეესაბამება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონსა და სხვა მოქმედ ნორმატიულ აქტებს;

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წიანმდებარე დაბრუნების პოლიტიკას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას არ ეთანხმებით შეწყვიტოთ მისი გამოყენება და სარგებლობა;

1 ტერმინთა განმარტება

1.1 საიტი/ვებ- გვერდი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი/დამკვეთი იძენს ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პადელის ფედერაციის“ (ს/ნ:405423545) მიერ შემოთავაზებულ სერვისებს, მათ შორის: ფედერაციის ეგიდით ორგანიზებული ტურნირებისა და სპორტული ღონისძიებების ბილეთებს/აბონემენტებს, საწევრო სტატუსს, სპორტულ-სავარჯიშო მომსახურებას, საწვრთნელ კურსებსა და ფედერაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა ნებადართულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს.

1.2 ორგანიზაცია- ა(ა)იპ საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ: 405423545, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N 29, ბინა 10) წარმოდგენილი მისი პრეზიდენტი ქეთევან ყიფიანის (პ/ნ: 01017043803) მიერ, შემდგომში მოხსენიებული, როგორც შემსრულებელი, მზად არის დაიცვა მომხმარებელეთა უფლებები;

1.3 მომხმარებელი- რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდის მომსახურებით ან/და ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდას.

1.4 დისტანციური ხელშეკრულება- ხეშეკრულება, რომელიც დადებულია მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან/და რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან/და მომსახურების მიწოდების შესახებ და არ მოითხოვს მომხმარებელისა და შემსრულებლის ფიზიკურ თანაყოფას;

1.4 დაბრუნების პოლიტიკა- წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა, განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების წესებსა და პირობებს, წარმოადგენს მომხარებელთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ/არსებით ნაწილს;

1.5 „კომერციული ბანკი“ – სს „დასახელება / პარტნიორი ბანკი“ საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული და მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული და ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ბანკი;

1.6 „ვალუტა“ - ლარი;

1.7 „გადახდა“ - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე არსებული გადახდის სისტემის საშუალებით გადახდილი მომსახურების ღირებულება;

2 ზოგადი დებულებები

2.1 წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა განსაზღვრას მომხმარებლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი შესაბამისი თანხის დაბრუნების წესებსა და პირობებს;

2.2 წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა შედგენილია საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, მათ შორის „მომხმარებელთა ულებათა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის, ასვე კეთილსინდისიერი და სამართლიანი პრინციპების დაცვით;

2.3 მომხმარებლის მიერ გადხდილი თანხის დაბრუნება მოხდება, მხოლოდ წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკისა და მომხარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;

3 დისტანციური ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

3.1 წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარი თქვას ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე;

3.2 მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება ხელშეკრულების დადების მომენტიდან;

3.3 მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შემსრულებელს გაუგზავნოს შეტყობინება 14 დღიანი ვადის ამოწურვამდე;

3.4 შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ და გააცნოს მას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა;

3.5 მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და ისარგებლოს 3.1 პუნქტში აღნიშნული უფლებით თუ შემსრულებელმა უკვე ნაწილობრივ ან/და სრულად გასწია მომსახურება და წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნული ღონისძიება დასრულებულია;

3.6 მომხმარებელს უფლება არ აქვს ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

3.7 შემსრულებელი მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხას აანაზღაურებს გადახდის იმავე მეშვეობით, როგორც ეს განახორციელა მომმხმარებელმა;

3.8 შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 14 დღისა აუნაზღაუროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა;

4 შემსრულებლის მიერ თანხის დაბრუნების შეუძლებლობა

4.1 მომმხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება თუ მან შემსრულებელს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით მიმართა ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის შემდეგ;

4.2 მომხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება თუ შემსრულებელმა მისი ვალდებულება უკვე შეასრულა სრულად ან/და ნაწილობრივ;

4.3 მომხმარებელს თანხა არ დაუბრუნდება თუ წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნული ღონისძიება უკვე მიმდინრეობს.

5 დავის გადაწყვეტის წესი

5.1 მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში იგი უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ მოლაპარაკების გზით.
მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს;

5.2 დაბრუნების პოლიტიკის წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით;

6 ცვლილებების განხორციელების წესი

6.1 დაბრუნების პოლიტიკის წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობისთანავე/გადახდის განხორციელებისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების სრულად შესრულებამდე;

6.2 შემსრულებელი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.

6.3 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგულარული სტუმრობა და მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება საიტზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.

6.4 წინამდებარე დოკუმენტი შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულს;