საქართველოს პადელის ფედერაცია - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს, აზიარებს და იცავს პირად მონაცემებს ა(ა)იპ საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (საიდენტიფიკაციო კოდი: (ს/ნ: 405423545, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N 29, ბინა 10), საქართველოსა და ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის შემდეგი რეგულაციების საფუძველზე:

  • კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის;
  • ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) – რეგლამენტი (EU) 2016/679.

ჩვენთვის პრიორიტეტულია თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა და პირადი მონაცემების უსაფრთხოდ და კანონიერად დამუშავება.

1. ვინ ვართ ჩვენ

ა(ა)იპ „საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია”

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N 29, ბინა 10

ტელ.: + 995 558 94 54 27

ელ. ფოსტა: info@gnpf.ge

ვებგვერდი: https://gnpf.ge/

2. რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ

შესაძლო შესაგროვებელი პერსონალური მონაცემების კატეგორიები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, კომპანიის დასახელება და მისი სამართლებრივი ფორმა;
  • ავტორიზაციისა და ანგარიშგების მონაცემები: მომხმარებლის სახელები, პაროლები და ანგარიშთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის მახასიათებლები, მოწყობილობის ტიპი და ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკა.

ჩვენ არ ვაგროვებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ კანონით არის გათვალისწინებული ან დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობის საფუძველზე.

3. მონაცემების შეგროვების ფორმები

პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი გზებით:

  • მომხმარებლის მხრიდან პირდაპირი კომუნიკაციისას (მაგალითად: ვებფორმების შევსება, ელ. ფოსტით ან სატელეფონო კონტაქტით);
  • ანგარიშის შექმნისა და სერვისების გამოყენებისას ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით;
  • ქუქი ფაილებისა და ვებანალიტიკური ტექნოლოგიების (მაგ. Google Analytics) გამოყენებით.

4. დამუშავების მიზნები

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი კანონიერ მიზნებისთვის:
  • ჩვენი სერვისების მიწოდება, ადმინისტრირება და გაუმჯობესება;
  • ფედერაციის წევრობის, ტურნირებში მონაწილეობისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, მართვა და გაუმჯობესება;
  • სპორტსმენებთან, კლუბებთან და პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, საწევროებისა და ტურნირის საფასურის ინვოისირება და შესაბამისი დოკუმენტების მიწოდება
  • სპორტული ეთიკის ნორმების დაცვის მონიტორინგი, თაღლითობის პრევენცია (მაგ. იდენტობის გაყალბება ტურნირებზე), უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფედერაციის კანონიერი ინტერესების დაცვა.

5. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები (GDPR და ქართული კანონი)

დამუშავება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

  • თანხმობა – როდესაც მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს პირდაპირ თანხმობას (GDPR მუხლი 6(1)(ა));
  • ხელშეკრულება – მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამუშავება (მუხლი 6(1)(ბ));
  • სამართლებრივი ვალდებულება – საგადასახადო, ბუღალტრული, AML მოთხოვნების შესრულება (მუხლი 6(1)(გ));
  • კანონიერი ინტერესი – დამუშავება კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე (მუხლი 6(1)(დ)).

6. მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემები ინახება დაცულ სერვერებზე, დაშიფვრისა და წვდომის კონტროლის მექანიზმებით. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ დროით, რაც საჭიროა აღნიშნულ მიზნებთან ან კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

მოთამაშის პერსონალური მონაცემები სახელი გვარი გადაეცემა მესამე მხარეს შპს ,, ფულ ჰაუს''-ს კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება ელ პორტალზე www.crocobet.com-ზე სადაც მომხარებელს შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული (დამუშავებული) იქნება კონკურსის ჩატარების ვადით, ინფორმაციის წაშლა მოხდება ავტომატურიად შედეგის გამოცხადების შემდგომ არაუმეტეს გასაჩივრების ვადის (30 დღის) გასვლის შემდგომ.

7. ინფორმაციის გაზიარება

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მესამე პირებთან (მაგალითად, ჰოსტინგისა და ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლები) - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ კონფიდენციალურობის დაცვას და მონაცემების დამუშავება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს, ზედამხედველი ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე;
  • თქვენი ნათელი და ინფორმირებული თანხმობით – იმ მოცემულობებში, როდესაც სერვისის გაწევა მოითხოვს მესამე პირის ჩართულობას.თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პოირ(ებ)ს.

8. საერთაშორისო გადაცემები

თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ შემდეგი უფლებები:

  • მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გაუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, თუ მონაცემების დამუშავება ეფუძნება თქვენს თანხმობას
  • შეიზღუდოთ ან შეეწინააღმდეგოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს
  • მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან ევროკავშირის შესაბამის ზედამხედველ ორგანოს – თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.უფლებების გამოყენებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე:

10. ქუქი ფაილები და ანალიტიკა

ჩვენი ვებგვერდი იყენებს ქუქი ფაილებს:

  • ფუნქციური მიზნებისთვის (სესიის მართვა);
  • ანალიტიკისთვის (Google Analytics ან ანალოგიური სისტემები);
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.

ქუქი ფაილების მართვა შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის მეშვეობით

11. არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა

ჩვენი სერვისები არ არის მიმართული 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებზე. ჩვენ არ ვაგროვებთ მათ პერსონალურ მონაცემებს შეგნებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ მონაცემებზე მიღებულია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მკაფიო და დასაბუთებული თანხმობა.

12. პოლიტიკის განახლება

შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება. ყველა განახლება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ვებგვერდზე https://gnpf.ge/

13. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან გაქვთ შენიშვნა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ა(ა)იპ საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია

ტელ.: + 995 558 94 54 27

ელ. ფოსტა: info@gnpf.ge

ვებგვერდი: https://gnpf.ge/