|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ქ. თბილისი |
|
1. ზოგადი ინფორმაცია 1.1 შპს „პადელ უორლდ“ (ს/ნ: 404786175, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, რაიონი მთაწმინდა, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა, N 3), რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ორგანიზაცია“), წარმოდგენილი მისი დირექტორის - ქეთევან ყიფიანის (პ/ნ: 01017043803) მიერ, მზად არის დაიცვას მომხმარებლების, ორგანიზაციაში დასაქმებულების, აგრეთვე ორგანიზაციასთან შესაბამისი ფორმით დაკავშირებული პირების პერსონალური მონაცემები, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. |
|
1.2 წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (შემდგომში - „პოლიტიკის დოკუმენტი“) მიზანია მონაცემთა დამუშავების პროცედურების, კანონით განსაზღვრული უფლებებისა და დაცვის გარანტიების დადგენა. 1.3 პოლიტიკა ვრცელდება ორგანიზაციაში დასაქმებულებზე, მომხმარებლებზე (პოტენციური, მოქმედი, ყოფილი), პარტნიორებზე, აგენტებზე და ნებისმიერ პირზე, რომელიც კომუნიკაციას ამყარებს ორგანიზაციასთან ელფოსტის, ვებგვერდის ან სოციალური მედიის საშუალებით. |
|
2. ტერმინთა განმარტებები 2.1 პერსონალური მონაცემი- ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულან/და იდენტიფიცირებად ნებისმიერ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ სხვა მახასიათებლებთან ერთობლიობაში. პერსონალური მონაცემი შეიძლება იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიცგანსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 2.2 მონაცემთა დამუშავება- ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან/და არაავტომატური საშუალებების გამოყენებითმონაცემთა მიმართშესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭვდა, ვიდეო-ჩაწერა, გამოთხოვა, გამჟღავნება, დაბლოკვა, შეცვლა, შენახვა, გამოყენება, გადაცემა. |
|
2.3 მონაცემთა სუბიექტი- ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომლის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გამოიყენება, მუშავდება ან/და ინახება ორგანიზაციის მიერ, საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. 2.4 ორგანიზაცია- სუბიექტი რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებს, საშუალებებს და მეთოდებს, ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს. 2.5 უფლებამოსილი პირი- პირი, რომელიც ორგანიზაციის მიერმინიჭებული უფლებით, მისი სახელით ან/და მიზნებიდან გამომდინარე ამუშავებს პერსონალურმონაცემებს; 2.6 მონაცემთა მიმღები- ნებისმიერი პირი, ვისაც გადაეცა პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე. მათშორის უფლებამოსილი პირი. 2.7 ვებგვერდი - https://gnpf.ge/, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ახორციელებს მომსახურებისა და პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.8 განმარტებები, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში, განიმარტება „პერსონალურმონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. |
|
3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები 3.1 ორგანიზაციის მიერპეროსნალური მონაცემების შენახვა/დაცვა და დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 3.2 ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავებისას დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითგანსაზღვრული პრინციპები, როგორიცაა: 3.2.1 მონაცემები ინახება იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად; 3.2.2 მონაცემები მუშავდება კანონიერი და კონკრეტული მიზნის მისაღწევად; 3.2.3 მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნისთვის; 3.2.4 მონაცემთა დამუშავება არის მათი დამუშავების მიზნის პროპორციული.
|
|
3.2.5 მონაცემები ზუსტია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება განახლებას; 3.2.6 ორგანიზაცია იღებს მისხელთარსებულყველა ზომას მონაცემთა დამუშავების პროცესის უსაფრთხოდმიმდინარეობისთვის, მათშორის უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მხრივ; 3.3 დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება, თავდაპირველმიზანთან შეუთავსებლი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების შეუსაბამომონაცემები განადგურდება/დაიბლოკება/წაიშალება; 3.4 იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები ისინი უნდა დაიბლოკება/წაიშალება ან თუკანონითსხვა რამ არარის დადგენილი შენახულიქნება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით; |
|
4. პერსონალურმონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები 4.1 პერსონალურმონაცემთა სუბიექტის თანხმობა, ორგანიზაციის დასაქმებულის მიერშესაძლოა გამოიხატოს წერილობითი თანხმობის წარდგენით, ხოლო მომხმარებლის შემთხვევაში ვებგვერდზე ამისათვის სპეციალურადგანკუთვნილღილაკზე დაჭერითან/და ქუქის ფაილზე დათანხმებით. 4.2 ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
|
|
4.3 კერძოსაკუთრების დაცვა; 4.4 სხვა ლეგიტიმური მიზნის არსებობა, უნდა არსებობდეს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი, რომლის მისაღწევადაც საჭიროა მონაცემთა დამუშავება. 4.5 დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამომონაცემები დაიბლოკება, წაიშალება ან განადგურდება. |
|
5. მონაცემთა დამუშავება 5.1 ორგანიზაცია მომხმარებელთა შესახებ ამუშავებს შემდეგი კატეგორიის მონაცემებს 5.1.1 სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, მისამართი, ანგარიშის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები და ბარათის მონაცემები, დაბადების თარიღი, ასაკი; 5.1.2 მომხმარებელთა მონაცემები მესამე პირებს შეასძლოა გადაეცეთთუეს პირდაპირარის მოთხონილი კანონით ან/და სამართლებრივი ორგანოების მიერ, ემსახურება მონაცემთა სუბიექტის საუკეთესოინტერესების დაცვას; 5.1.3 მომხმარებლის მიერ ორგანიზაციის ვებგვერდზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მისი ინფორმაცია ამისათვის დადგენილ გონივრულ ვადაში წაიშალება, დაიბლოკება ან/და განადგურდება;
|
|
5.1.4 ორგანიზაციის წინამდებარე ვებგვერდზე თქვენიშემოსვლისას დაფიქსირებული მონაცემები ანონიმურია და თქვენი ვინაობის დადგენა შეუძლებელია. თქვენი პირადი ანგარიშიდან/პროფილიდან შეძლებთდეტალური ინფორმაციის მიღებას, მათშორის: • თქვენი „IP“ მისამართი ან პროქსი სერვერის „IP მისამართი“; • თქვენ მიერმოთხოვნილი დომენის სახელი; • თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი; • თქვენი ინტერნეტსერვისის პროვაიდერის სახელი, ზოგჯერიწერება თქვენი ISP კავშირის კონფიგურაციის მიხედვით; • ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის დრო/თარიღი/ხანგრძლივობა; • ორგანიზაციის ვებგვერდზე შემოსვლის რაოდენობა დროის ცალკეულმონაკვეთში; • URL, რომელსაც უყურებთდა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; • ვებგვერდი, რომელმაც გადმოგამისამართათ ორგანიზაციის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); |
|
5.2 ორგანიზაციამ შესაძლოა დაამუშაოს ვენდორების შესახებ შემდეგი ინფორმაცია; 5.2.1 დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, ხელმძღვანელი პირის სახელი და გვარი, საბანკო რეკვიზიტები, ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე განსათავსებელი პროდუქციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 5.2.2 ვენდორთა შესახებ ინფორმაცია მესამე პირებს შესაძლოა გადაეცეს იმ შემთხვევაში თუ არსებობს სუბიქტის თანხმობა ან/და ეს უკანასკნელი პირდაპირარის მოთხოვნილი კანონით ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ; 5.2.3 ვენდროის მიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზაცია ვალდებულია ამისათვის გონივრულვადაში წაშალოს, დაბლოკოს ან/და გაანადგუროს ვენდორის პერსონალური მონაცემები. |
|
5.3 მონაცემთა დამუშავება ორგანიზაციის თანამშრომელთა შესახებ 5.3.1 ორგანიზაციის თანამშრომელთა შესახებ შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი კატეგორიის მონაცემები- სახელი, გვარი, პირადინომერი, მობილურის ნომერი, საცხოვრებელიდა ელ. ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ (ფინანსური ან/და კიბერდანაშაულის ჩადენის შესახებ) ანგარიშის ნომერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგ: ბიულეტენის გახსნისთვის ფორმა 100- ის წარდგენა) 5.3.2 მესამე პირებს თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხობის ან/და კანონითპირდაპირგათვალისწინებულშემთხვევაშიან სამართალდამცავ ორგანოთა მოთხოვნის შესაბამისად.
|
|
5.3.3 თანამშრომლის მიერ მონაცემთა განადგურების, წაშლის ან/და დაბლოკვის მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული ამისათვის დადგენილ გონივრულვადაში. 5.3.4 მონაცემთა სუბიექტის მონაცემები, ორგანიზაციაში ინახება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევადგანსაზღვრული გონივრული ვადით - 3 (სამი) წლით. 5.3.5 იმ შემთხვევაში თუმონაცემთა სუბიექტმა მოითხოვა მისი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, ამ ყოველივეს ახორციელებს ამისათვის სპეციალურად წინასწარგანსაზღვრული პირი. |
|
6. ქუქის ფაილი და მოწყობილობათა იდენთიფიკატორი 6.1 ორგანიზაცია იყენებს „ქუქის" ან/და მსგავს ტექნოლოგიებს. 6.2 “ქუქი” არის ტექსტური ფაილი, რომელიც ავტომატურადიქმნება თქვენი ინტერნეტსაძიებო სისტემის/ბრაუზერის მიერ და ინახება თქვენს მოწყობილობაზე (ნოუთბუქი, პერსონალური კომპიუტერი, ტელეფონი, ტაბლეტი და სხვ.) ქუქის ფაილი ორგანიზაციას ეხმარება გვერდებს შორის ეფექტური ნავიგაციის განხორციელებაში, იმახსოვრებენ, თუ რას ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. აღნიშნულიფაილები უზრუნველყოფენ, რომ რეკლამები, რომლებსაც მომხმარებელი ხედავს ინტერნეტში, იყოს მეტად მორგებული ცალკეული მომხმარებლისა და მისი ინტერესებისთვის.
|
|
6.3 ზოგიერთი “ქუქი”, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს ინტერნეტსაძიებოსისტემის/ბრაუზერის სესიის დასრულებისთანავე იშლება (ე.წ. სესიის “ქუქი” ფაილები). სხვა კატეგორიის “ქუქი” ფაილები მეტი ხანგრძლივობით რჩება თქვენს მოწყობილობაზე და საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მომხმარებლის მომდევნოვიზიტისას ამოიცნოს თქვენი მოწყობილობა (ე.წ. მუდმივი “ქუქი” ფაილები). 6.4 აღნიშნული “ქუქი” ფაილები აუცილებელია ორგანიზაციის ვებგვერდის ეფექტური/შეუფერხებელიფუნქციონირებისთვის. ისინი ასევე, ინახავს თქვენ მიერშეყვანილ გარკვეულმონაცემებსა და პარამეტრებს, რათა არ მოგიწიოთმათი განმეორებითშეყვანა, რამაცშესაძლოა დროში გაახანგრძლივოს პროდუქტის შეძენა. |
|
7. მონაცემების დაცვა ორგანიზაციის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას 7.1 პირთა უსაფრთხოებისა და კერძოსაკუთრების დაცვის მიზნითშესაძლოა ორგანიზაციის მიერ განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი. 7.2 ორგანიზაციის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ობიექტების გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ხდება ორგანიზაციის გარე ტერიტორიისა და მასზე გადაადგილებულპირთა ვიდეჩანაწერზე აღბეჭვდა, ხოლო კამერებთან, ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას არის ეტიკეტი ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ. 7.3 დაუშვებელია შიდა პერიმეტრზე ვიდეო კამერა განთავსებული იყოს ჰიგიენისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. |
|
7.4 როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის განკუთვნილ ადგილას, განთავსებულია შესაბამისი ეტიკეტები, რომლის საშუალებითაც ეცნობებათსუბიექტებს ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ.
|
|
7.5 ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში ჩანაწერები წაიშალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შემდეგ დაუყონებლივ. 7.6 ვიდეო თვალთვალის სისტემიდან ჩანაწერის ამოღება, ხორციელდება ლეგიტიმური მიზნის არსებობისას, ხელმძღვანელი პირის თანხმობის შემთხვევაში. სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ჩანაწერის ვიდეოთვალთვალის სისტემებიდან ამოღება სასამართლოს განჩინების ან/და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაცმითითებულია სასამართლოგანჩინებასა ან/და დადგენილებაში. |
|
8. მონაცემების დაცვა ელ. ფოსტისა და მობილურის ნომრის გამოყენების დროს 8.1 ორგანიზაცია ამუშავებს და ინახავს მხოლოდიმ ელ. ფოსტის მისამართსა და მობილურის ნომერს, რომლის დამუშავებაზეც თანხმობას აცხადებს სუბიექტი. 8.2 ორგანიზაციამ შესაძლებელია მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებით ელ. ფოსტის ან/და მობილური ნომრის წარდგენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის დაკარგვა.
|
|
8.3 მონაცემთა სუბიქტი თავად აგებს პასუხს წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის 8.2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარის შემთხვევში დამდგარი ზიანისთვის და ორგანიზაციას არდაეკისრება ამისათვის არანაირი სახის პასუხისმგებლობა. 8.4 მონაცემთა სუბიექტი თავად არის ვალდებული ორგანიზაციისთვის გადაცემული ელ.ფოსტის ან/და მობილურის ნომრის არავალიდურობის შემთხვევაში შეცვალოს ან განაახლოს იგი. |
|
9. პერსონალურმონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა 9.1 ორგანიზაცია ვალდებულია მხოლოდმონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემდეგ გადასცეს მესამე პირებს სუბიექტის შესახებ პერსონალური მონაცემები მხოლოდიმ დოზით რაზეც გასცემს წერილობითთანხმობას სუბიექტი მისი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემის შესახებ. 9.2 მონაცემთა სუბიექტის წინასწარ წერილობითთანხმობას არ საჭიროებს სუბიექტის იმ პერსონალურმონაცემთა დამუშავება, რომელიცუნდა გადაეცეს საგამოძიებოსამსახურს ან/და სასამართლოს, იმ შემთხევევაში თუ მონაცემთა სუბიექტის მონაცემების გადაცემა გათვალისწინებულია სასამართლოგანჩინებითან/და პროკურორის დადგენილებით. 9.3 ორგანიზაცია ვალდებულია სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს სუბიექტის პერსონალური მონაცემები მხოლოდიმ დოზით, რაც გათვალისწინებულია განჩინებასა ან/და დადგენილებაში. |
|
10. მონაცემთა სუბიექტის უფლებები 10.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, კერძოდ: ინფორმაცია პერსონალურმონაცემთა დამუშავების მიზანზე, დამუშავების წესზე, ინფორმაცია იმ პირებზე თუვინ ამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს, გადაცემულია თუარა მისი პერსონალური მონაცემებიმესამე პირებზე და თუარის რა საფუძვლით. 10.2 მონაცემთა სუბიექტი თავად ირჩევს მონაცემთა მიწოდების ფორმას, ხოლო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა მიაწოდოს მთელი ინფორმაცია თუინფორმაციაზე პასუხის გაცემას მოითხოვს: 10.2.1 ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან/და სტრუქტურულერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტანციას. 10.2.2 მნიშვნელოვანი მოცლობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას.
|
|
10.2.3 სხვა დასახლებულპუნქტში არსებული მის სტრუქტურულქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებაში კონსულტაციას. 10.3 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ორგანიზაცი მოსთხოვოს პერსონალური მონაცემების გასწორება, ჩამატება, წაშლა, დაბლოკვა, განახლება, განადგურება. 10.4 მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია შეატყობინოს ორგანიზაციას მისი პერსონალური მონაცემების ცვლილების შესახებ. 10.5 პერსონალურმონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერდროს გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციიდან. 10.6 ორგანიზაცია ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გადასცეს მას მისი პერსონალური მონაცემები. 10.7 ორგანიზაციის მიერმონაცემთა სუბიექტის მონაცემების შენახვა ხორციელდება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განსაზღვრული გონივრული ვადითარანაკლებ 2 (წლისა). |
|
11. მონაცემთა დაცვის მონიტორინგი 11.1 ორგანიზაციაში პერსონალურმონაცემთა დაცვის მონიტორინგს ახორციელებენ ხელმძღვანელი პირის მიერგანსაზღვრული პირები. 11.2 მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატურადგაუწიოს მონიტორინგი პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას. მათ შორის მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელიცუზრუნველყოს მონაცემთა დაცვას შემთხვევით ან/და უკანონოგანადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, ნებისმიერი სხვა ფორმითუკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან. 11.3 მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავება/დაცვასთან დაკავშირებითდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს შესაბამისი რეაგირების მიზნით. |
|
12. პირდაპირი მარკეტინგი 12.1 ორგანიზაცია ახორციელებს პირდაპირ მარკეტინგს. ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაციას მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს უფლებამოსილებას დაამუშაოს/შეინახოს სუბიექტის პერსონალური მონაცემები მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რათა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს ორგანიზაციამ დაუკაშირდეს მონაცემთა სუბიექტს, აცნობოს შესასრულებელი მოქმედებების შესახებ, გააადვილოს კომუნიკაცია დასაქმებულებთან, ვენდორებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მომხმარებლებთან. ყოველივე ამისთვის გამოიყენოს ის საკომუნიკაციო საშუალებები, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტშია მითითებული, შეინახოს/დაამუშაოს და წესისამებრ დაიცვას მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები. |
|
13. წინამდებარე დოკუმენტის გაცნობა 13.1 ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასათვის დასაშვებ და ხელმისაწვდომ ადგილას წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნებას, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მისი გაცნობა. |
|
14. დასკვნითი დებულებები 14.1 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია და დამტკიცებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ. 14.2 პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ბრძანების საფუძველზე. 14.3 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტისრომელიმე მუხლის რაიმე საფუძვლითბათილადცნობა გავლენას არ ახდენს სხვა მუხლების ნამდვილობაზე. აღნიშნულშემთხვევაში, ორგანიზაცია შეავსებს ბათილმუხლს „პერსონალურ მონაცმეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |